კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების (SAG AWARDS) ნომერ 29-ე ცერემონიალი 2023 წლის თებერვლის ბოლოს გაიმართა. იგი ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში, ოქროს გლობუსსა და ოსკართან ერთად. შესაბამისად, ყოველწლიურად მსახიობთა დიდი ნაწილი თავს ამ ღონისძიებაზე იყრის. გამარჯვებული ქალი მსახიობების სია შემდეგნაირად გამოიყურება: ნომინაციაში – “ქალი მსახიობი მთავარ როლში” – წარდგენილები იყვნენ: ქეით ბლანშეტი, ვიოლა დევისი, ანა დე არმასი, დანიელ დედვაილერი, გამარჯვება მიშელ იომ მოიპოვა, ფილმით „ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად“.

კატეგორიაში – “ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში” – წარდგენილი იყვნენ: ანჯელა ბასეტი, ჰონგ ჩაუ, კერი კონდონი, გამარჯვებული კი ჯეიმი ლი კერტისი გახდა, ასევე ფილმისთვის “ყველაფერი, ყველგან, ერთდროულად”.

ხოლო ჯილდო ნომინაციისათვის – „მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“ – ჯენიფერ კულიჯმა მიიღო, სერიალიდან თეთრი ლოტუსი.
