„მოცარტი ჯუნგლებში“ (ქვესათაურით „სექსი, ნარკოტიკები და კლასიკური მუსიკა“) კომედიური და დრამატული სერიალია იმაზე, თუ რამდენად…
“მართალია, ზოგი ამ „კონსპირაციას“ რეჟისორის სიყვარულს ვერ მიაკარებს, ზოგიც, პირიქით, მისი მეშვეობით მეტი იდუმალებით შემოსავს კუბრიკს; ზოგი სტენლის სიძულვილით მისთვის ჩირქის მოსაცხებად დაიჯერებს ამ თეორიას, ზოგიც სიძულვილს ვერ გადააბიჯებს, რომ დაიჯეროს ის, რაც მისთვის საძულველ პიროვნებას ასეთ მასშტაბებს შესძენს.
ერთია ფაქტი, სანამ არსებობენ სტენლი კუბრიკის მსგავსი შავი მონოლითები, კაცობრიობა ერთ ადგილას არასდროს გაჩერდება…”
ებრაულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ლილიტი უსუსურ ახალშობილებზე მონადირე დემონია. ბიბლიაში მას ერთადერთხელ ახსენებენ, თუმცა საუკუნეები იგი ადამის პირველ, ამბოხებულ ცოლად, შემდგომ კი სამაელის, დემონთა მეფის, მეუღლედ აღიქმებოდა. ბოლო დროს იგი ფემინიზმის სიმბოლოდ მიიჩნევა.
საკმაოდ რთულია, უსასრულო, დამაჩლუნგებელი იდილიური ცხოვრების მიღმა ყრუდ მფეთქავი მუქარა და შფოთვა გაარჩიო, დარწმუნდე მის რეალურობაში და არ შეიშალო პარანოიით… ეს სუფთა ჰაერივით საჭიროს ხდის პასუხს შეკითხვაზე, არის თუ არა ადამიანის ოცნება ჭეშმარიტი, თავისუფალი? თუ ნაკარნახევია ცხოვრებით, რომლისგანაც ოცნებისათვის ხორცშესხმით სწყურია განთავისუფლება?